19:54 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-18 10:47:25, 743 ნახვა

საზოგადოება
“მაუწყებელში უსამართლობა, ნეპოტიზმი და სრული განუკითხაობაა”, - საზმაუს თანამშრომლები გამაფრთხილებელ აქციას მართავენ

გვამუშავებენ მეტს, გვიხდიან ნაკლებს. მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობისა, ოფიციალურად დაფიქსირებული ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის დევალვაციისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს წლების განმავლობაში ხელფასები არ მოგვმატებია, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები, ოპერატორები, მემონტაჟეები და ტექნიკური სპეციალისტები აცხადებენ.

ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ გამაფრთხილებელ აქციას მართავენ.

მათი განცხადებით, არაერთხელ მიმართეს საკუთარი პრობლემებით მენეჯმენტს, თუმცა მათგან მხოლოდ გულგრილობა და უპასუხისმგებლობა მიიღეს.

„დამსაქმებელი ვერ უზრუნველყოფს დასაქმებულებს სამუშაოს ჯეროვნად შესრულებისთვის საჭირო პირობებით; არ არის დაცული საქართველოს შრომის კოდექსით გარანტირებული მინიმალური სტანდარტები; გვამუშავებენ მეტს და გვიხდიან ნაკლებს. ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც მაუწყებლის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ საკუთარი პრობლემებით მენეჯმენტს, თუმცა მათგან მხოლოდ გულგრილობა და უპასუხისმგებლობა მივიღეთ.

სხვაგვარ დამოკიდებულებას არც მოველოდით იმ რეალობიდან გამომდინარე, როცა მაუწყებელში უსამართლობა, ნეპოტიზმი და სრული განუკითხაობაა“, - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მათივე განცხადებით, ისინი ითხოვენ შრომის ადეკვატურად ანაზღაურებას, ღირსეულ სამუშაო პირობებს და სახელფასო პოლიტიკის სამართლიანობას.

„ჩვენ დღესვე, კოლექტიური დავის მედიაციის მოთხოვნით, მივმართავთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს. წერილის ჩაბარებიდან 21 დღეში, ჩვენი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საყოველთაო კანონიერი გაფიცვის უფლებას ვიტოვებთ. მივმართავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელ პირებს და სამეურვეო საბჭოს, აზრი არ აქვს ჩვენს დაშინებას, დაშანტაჟებას და მუქარას, ან იმის ძიებას ვინ დგას ჩვენს უკან. ამ კითხვაზე პასუხი მარტივია, ჩვენს უკან ჩვენი მძიმე სოციალური პირობები და ოჯახები დგანან“, - აცხადებენ საზმაუ-ს თანამშრომლები.

ამასთან, როგორც მათ აღნიშნეს, მათი მიზანი არ არის ტელევიზიის საქმიანობის შეზღუდვა, არამედ სოციალური თანასწორობისა და ადამიანის დაფასება.

„ნებისმიერი მცდელობა თქვენი მხრიდან ჩვენი დაშინების, დაშანტაჟების, ან სამსახურიდან დათხოვნის, აღქმული იქნება, როგორც მედიის საქმიანობაში ჩარევა, შრომის კოდექსის უგულებელყოფად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას იერიშის მიტანად. დროა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისათვის პირორიტეტი, თანამშრომლები და ზოგადად ადამიანი გახდეს. ამის გარეშე ვერც რეიტინგი და ვერც სამართლიანობა“, - აცხადებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics