2016-05-17 19:12:27, 602 ნახვა
საზოგადოება
ზემო ფონიჭალაში სარეკრეაციო ზოლის გაფართოება იწყება
კრწანისის გამგეობა ზემო ფონიჭალის ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში გამწვანების ზოლს აფართოებს.
კრწანისის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, გასული წლის შემოდგომაზე დარგულ სხვადასხვა ჯიშის ხეს 500 ძირი კედარი და კიპარისი შეემატა.
მათივე ცნობით, პარალელურად, მიმდინარეობს როგორც ძველი, ასევე ახალი ნარგავების მოვლის ღონისძიებები - მცენარეების ირგვლივ მიწის დაბარვა-გაფხვიერება და მორწყვა. ხეების მეტი დაცულობისთვის ახალგანაშენებული ტერიტორიაც შემოიღობება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან