|
2016-05-17 16:58:17, 1073 ნახვა
საზოგადოება
წელს ბათუმის ძველ ბულვარში ახალი სასწრაფო ამბულატორია განთავსდება, რომელიც ქალაქის დამსვენებლებს გადაუდებელ დახმარებას გაუწევს
დღეს, აჭარის ა.რ. მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე 8 საკითხი იქნა განხილული, მათ შორის რეგიონის სამინისტროების კვარტალური ანგარიშები. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2016 წლის პირველ კვარტლში გაწეული საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. სოფლის მეურნების მინისტრმა ისაუბრა ასევე აჭარის 2016-2020 წლების სოფლის განვითარების სტრატეგიის სახელმძღვანელო დოკუმენტზე, რომლის საჯარო პრეზენტაცია უახლოეს მომავალში მოეწყობა. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის პირველ კვარტალში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ წარმოადგინა. აღინიშნა, რომ სამინისტროს სერვისებით 5 751 ბენეფიციარმა ისარგებლა. მინისტრმა ისაუბრება ასევე სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილმა უწყების კვარტალური ანგარიშში სხვა საკითხებთან ერთად შეაჯამა სკოლების ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები. რეგიონის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ვახტანგ წულაძემ კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე სოფელ ხინომდე და მტირალას ეროვნულ პარკში სოფელ ჩაქვისთავამდე არსებული გზების მიმდინარე სარემონტო სამუშაოების განხორციელების შესახებ ისაუბრება. მთავრობის სხდომაზე ხაზი გაესვა ამ პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად. მთავრობის სხდომის დასასრულს არჩილ ხაბაძემ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით კიდევ ერთ სიახლეზე ისაუბრა: წელს ბათუმის ძველ ბულვარში განთავსდება ახალი სასწრაფო ამბულატორია, რომელიც გადაუდებელ დახმარება გაუწევს ქალაქის დამსვენებლებს. თანამედროვე ტიპის ამბულატორია სულ ორია საქართველოში, ერთ-ერთი მათგანი საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ აჭარას გადმოსცა საჩუქრად.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)