2016-05-17 12:48:05, 557 ნახვა
საზოგადოება
ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით მსვლელობა იწყება
ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებით, ვარდების მოედანზე სასულიერო პირები, ჩოხოსანთა საზოგადების წარმომადგენლები და მრევლი იკრიბება.
სასულიერი პირების განცხადებით, ისინი ყოვლდაწმინდა ღვთისმშობლის ხატს მიაბრძანებენ და დაიწყება მსვლელობა სამების ტაძრის მიმართულებით, სადაც უწმინდესი და უნეტარესი წირვას აღავლენს.
ცნობისთვის, ორი წლის წინ საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ გამოაცხადა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან