10:55 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-16 18:12:56, 778 ნახვა

სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით ოქროს მონეტების კანონდარღვევით შემოტანის მცდელობა გამოავლინეს

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით ოქროს მონეტების კანონდარღვევით შემოტანის მცდელობა გამოავლინეს.

14 მაისს, საბაჟო გამშვები პუნქტის, „სარფის“, კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან  შემოვიდა  საქართველოს მოქალაქე დ.ა., რომელსაც კუთვნილი ხელჩანთის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, აღმოაჩნდა 30 ცალი არადეკლარირებული ოქროს მონეტა და 4 ცალი ოქროს ბეჭედი, საერთო წონით 279,51 გრამი. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 21706,86 ლარი. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს.

იმავე დღეს, ასევე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოვლინდა საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო-საავტომობილო“. ავტომობილში, რომელსაც რუსეთის მოქალაქე გ.დ. მართავდა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, საერთო წონით 74,99 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოჩნდა. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 3413.05 ლარი.

ანალოგიური კანონდარღვევის მცდელობა აღკვეთეს 13 მაისს საბაჟო გამშვები პუნქტის, „ყაზბეგის“, მებაჟე ოფიცრებმა. მათ რუსეთის მოქალაქე ა.კ.-ს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე „ბოდი-სკანერით“ და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, აღმოუჩინეს არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები - საერთო წონით 171,61 გრამი. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 10144,18 ლარი.

ორივე საქმეზე, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მგზავრებს სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა, შესაბამისად, 3413,05 ლარისა და 10144,18 ლარის ოდენობით.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics