18:26 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-16 17:28:11, 575 ნახვა

საზოგადოება
თამარ ხულორდავამ კავკასიის სამართლის სკოლის სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში კავკასიის სამართლის სკოლის XI სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „ბუნებითი და პოზიტიური სამართალი “ გაიმართა. 

როგორც "ექსპრესნიუსს" სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, კონფერენციაში მონაწილეობა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ხულორდავამ და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ მიიღეს. 

თამარ ხულორდავამ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და კავკასიის უნივერსიტეტისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის  მნიშვნელობაზე ისაუბრა. 
 „სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროში ვუმასპინძლეთ კავკასიის უნივერსიტეტის  სამართლის სკოლის სტუდენტებს. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა სხვადასხვა აკადემიურ ორგანიზაციებთან, უნივერსიტეტებთან. კავკასიის უნივერსიტეტთან და კავკასიის სამართლის სკოლასთან გაფორმებული გვაქვს თანამშრომლობის მემორანდუმი, რაც გულისხმობს წარმატებული სტუდენტების ჩართვას სამინისტროს მუშაობაში და ასევე სტაჟირების გავლას. იმედი მაქვს დღევანდელი შეხვედრა სტუდენტებს გარკვეულ მოტივაციას აუმაღლებს რათა მომავალში მათაც ქონდეთ სურვილი გახდნენ საჯარო მოხელეები.“- განაცხადა თამარ ხულორდავამ.

კონფერენციაზე სტუდენტებმა სამართლის სხვადასხვა მიმართულებით საკუთარი ნაშრომები წარმოადგინეს, რომელიც კრებულის სახითაა გამოცემული. მათი პრეზენტაციები შესაბამისი დარგის სპეციალისტებმა შეაფასეს. 

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  სამინისტროს რათა საშუალება მიეცათ სტუდენსებს მოსულიყვნენ და გაეგოთ სამინისტროში მიმდინარე პროსეცებზე და მოესმინათ ის პრობლემები რაზეც კონფერენციის ფარგლებში იყო საუბარი.“-განაცხადა კახა შენგელიამ.
კონფერენციაზე კავკასიის უნივერსიტეტსა და „დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც   აკადემიურ დარგში თანამშრომლობას გულისხმობს.

კონფერენციის დასასრულს  სამი გამარჯვებული სტუდენტი გამოვლინდა, რომლებიც 2016 წლის ოქტომბერში სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე მიიღებენ მონაწილეობას. კონფერენციაში მონაწილე ყველა სტუდენტს კი სართიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics