18:26 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-16 16:56:42, 612 ნახვა

საზოგადოება
ოთარ დანელია ღვინის მაღაზია-ბარის გახსნას დაესწრო

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია  ღვინის მაღაზია-ბარის გახსნას დაესწრო.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში დანელიამ აღნიშნა, ქვეყანაში ბოთლის ღვინის მოხმარების პოპულარიზაცია უნდა მოხდეს.

„მიუხედავად იმისა, რომ  ზოგადად   მზარდი ტენდენციებია, არანაკლებ მნიშვნელოვანია აღნიშნული ობიექტების  დატვირთვა. ქვეყანაში მოხმარების პოპულარიზაცია უნდა მოხდეს განსაკუთრებით ბოთლის ღვინის. ეს არის  ძალიან მნიშვნელოვანი.  მოგეხსენებათ ხშირ შემთხვევაში არის ჩამოსასხმელი ღვინის მოხმარება საქართველოში  და არანაკლები დატვირთვა აქვს ღვინის პოპულარიზაციას. მნიშვნელოვანია, რომ  გავზარდოთ მოხმარება ქვეყნის შიგნით, ვინაიდან პროპორცია არყისა და ღვინის მომხმარებელს შორის  არ არის მაინცდამაინც , ასე ვთქვათ ჩვენთვის მისაღები. სახელმწიფო ყველა პირობას ჰქმნის იმისთვის, რომ  ეს დარგი განვითარდეს.  საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა  გლეხებისთვის არის დამატებითი შემოსავლის წყარო.  რა თქმა უნდა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ღვინოს  ადგილობრივ ბაზარზე მინიმალური  ნიშა ჰქონდეს დაჭერილი“,-განაცხადა ოთარ დანელიამ.

ამასთან, კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც აქვს 8000 წლიანი ღვინის დაყენების ისტორია. იტალიელი და ფრანგი მეღვინეებიც კი, საქართველოს 8000 მოსავლის ქვეყანას უწოდებენ. (country of 8000 vintages)  ყურადსაღებია, რომ  თბილისში, ტურისტების მომრავლებასთან ერთად, სულ უფრო მოთხოვნადი ხდება ხარისხიანი ღვინო.

მათივე თქმით, მაღაზია/ბარი „8000 მოსავლის“ ფუნქციონირებს დამოუკიდებელი სადეგუსტაციო კომისია, რომელიც შედგება პროფესიონალი დეგუსტატორებისგან.

 კომისიის რამდენიმე წევრი როტაციულია, ხოლო შედგება პროფესიონალი დეგუსტატორებისგან. კომისიის რამდენიმე წევრი როტაციულია, ხოლო ფარული შერჩევა გამორიცხავს მიკერძოებასა და შეცდომის ალბათობას. კომისია ყოველთვიურად არჩევს მაღაზიაში გასაყიდ ღვინოებს, დეგუსტაციის ყველა წესის დაცვით.

კომპანიაში აცხადებენ, რომ „8000 მოსავლის“ დამფუძნებლებმა დაარღვიეს სტერეოტიპი, რომ ღვინის მაღაზია აუცილებლად ქალაქის ტურისტულ ნაწილში უნდა იყოს და ქალაქის ურბანულ ნაწილში, ცინცაძის ქუჩაზე გადმოინაცვლეს.

ცნობისთვის, ახალი სავაჭრო ობიექტი- ღვინის მაღაზია ბარი თბილისში ცინცაძის ქ.# 26-ში გაიხსნა.

ღვინის მაღაზიის გახსნას ასევე ესწრებოდნენ, ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ასევე მოწვეულები იყვნენ  მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სააგენტოს, ღვინის ეროვნული სააგენტოს,   ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები, პარტნიორი კომპანიის სინერჯის ჯგუფის მენეჯმენტი, ქართული  ღვინის  და სომელიეთა ასოციაცია.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics