2016-05-14 21:26:25, 663 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი სამი გასროლით მოკლეს
ბათუმში, 6 მაისის პარკში სამი გასროლით მამაკაცი დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.
პარკში მყოფი თვითმხილველის თქმით, 35 წლამდე მამაკაცს მანქანაში ესროლეს. მეზობლების განცხადებით, მამაკაცმა მანქანით პარკში ცოლსა და შვილებს მიაკითხა რა დროსაც რამდენჯერმე ესროლეს.
თვითმხილველები ასევე ამბობენ, რომ ადგილზე მყოფებმა დაჭრილი მამაკაცი მისსავე მანქანაში ჩასვეს და საავადმყოფოში წაიყვანეს.
მამაკაცი სავარაუდოდ, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით საქმე 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან