|
2016-05-14 16:59:30, 646 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელიამ „ახალი ღვინის ფესტივალი“ გახსნა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, მთაწმინდის პარკში, „ახალი ღვინის ფესტივალი“ გახსნა. ოთარ დანელიას განცხადებით, ასეთი ტიპის ღონისძიებები სტიმულია ოჯახური მარნების განვითარებისა და ზოგადად, მეღვინეობის დარგის წახალისების მიმართულებით. როგორც მან აღნიშნა, ფესტივალის მონაწილეთა რაოდენობა შთამბეჭდავად არის გაზრდილი, რაც დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. მინისტრმა გამოთქვა სურვილი, რომ დღესასწაულებზე და წვეულებებზე ტრადიციად ვაქციოთ ერთმანეთისთვის ერთ ბოთლი ღვინის ჩუქება და ამით თითოეულმა ჩვენგანმა წვლილი შევიტანოთ მეღვინეობის დარგის განვითარებაში. ფესტივალის ფარგლებში, რომელსაც 80-მდე ღვინის კომპანია, ასევე მცირე ოჯახური და საშუალო მარნები, ადგილობრივი და უცხოელი სტუმრები - პროფესიონალი ენოლოგები, სომელიეები, ღვინის ჟურნალისტები, ვაინბლოგერები და მწერლები ესწრებოდნენ, ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ფესტივალზე სტუმრებს ასევე საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ღვინის დაყენების სხვადასხვა ტექნოლოგიებს. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო უნიკალური ქვევრის ღვინოები საფრანგეთიდან, იტალიიდან, სლოვენიიდან, გერმანიიდან და ავსტრიიდან. დეგუსტაციის მონაწილეებმა დააგემოვნეს ტიერი პუზელას (Thierry Puzelat), ლორენ ბანვართის (Laurent Bannwarth), პაოლო ვიდოპივეცის (Paolo Vidopivec), Vino di Ana–სა და ტომოფუმი ფუჯიმაროს (Tomofumi Fujimaru) ქვევრის ღვინოები. ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნირო-კვლევითი ცენტრი, რომელმაც სტუმრებს ჯიღაურას ექსპერიმენტალურ ბაზაზე ვაზის იშვიათი ჯიშებისგან წარმოებული ღვინოები წარუდგინა. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ჯიშებმა: “სირგულა”, „კახური მცვივანი“, „მესხური მწვანე“, „თეთრი კაპისტონი“, „ღრუბელა“, „სიმონასეული“ „შავი ჩინური“, „კურძა“ და „ჩექობალი“. ფესტივალი „ღვინის კლუბის“ ორგანიზებით ტარდება და მიზნად ისახავს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლებასა და სამომხმარებლო კულტურის გაზრდას. ფესტივალი ემსახურება ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას შიდა და საერთაშორისო ბაზარზე, ასევე ღვინის ტურიზმის განვითარებას საქართველოში. „ახალი ღვინის ფესტივალის“ მხარდამჭერები არიან სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო და ქალაქ თბილისის მერია.
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)