16:52 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-13 12:51:48, 525 ნახვა

საზოგადოება
დათო ტურაშვილი კორბოულის საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით და ორგანიზებით, მწერალი დათო ტურაშვილი კორბოულის საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე მწერალმა საკუთარ ნაწარმოებებზე, ზოგადად ლიტერატურაზე და წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საუბარი ასევე შეეხო სამოქალაქო პასუხისმგებლობის და მოხალისეობრივი საქმიანობის მნიშვნელობას. შეხვედრის განმავლობაში დამსწრეებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებით მიმართეს მწერალს და თავიანთი შეხედულებები გაუზიარეს სხვადასხვა საკითხებზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მწერალმა წიგნები საკუთარი ავტოგრაფით საჩუქრად გადასცა კორბოულის საზოგადოებრივ ცენტრს, რომლის ბიბლიოთეკაშიც ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა დათო ტურაშვილის ნაწარმოებები წაიკითხოს.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით საზოგადოებრივ ცენტრებში ცნობილი ადამიანების ვიზიტები მომავალშიც გაგრძელდება და სხვადასხვა სოფლების მოსახლეობას ექნება მსგავს შეხვედრებზე დასწრების საშუალება.

საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ხორციელდება. ცენტრების მიზანია მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics