2016-05-12 19:06:09, 651 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი გივი ბერიკაშვილს დაბადების დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართული კინოსა და თეატრის მსახიობს გივი ბერიკაშვილს დაბადების დღეს ულოცავს.
,,გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს,
თქვენი გამორჩეული ნიჭითა და შემოქმედებითი მრავალფეროვნებით შეძელით განუმეორებელი და ქართველი ხალხისათვის საყვარელი სახეების შექმნა, რაც თაობებს კულტურულ მემკვიდრეობად დარჩებათ.
გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და შემოქმედებით წარმატებებს", - აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან