|
2016-05-12 10:36:16, 666 ნახვა
საზოგადოება
„გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო!“ კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიამართა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ წარმომადგენლებმა უსაფრთხო მგზავრობის ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, დიდუბის ავტოსადგურის მძოლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამარშრუტო ავტომობილების მძღოლებს, რომლებიც ყოველდღიურად გადაადგილდებიან E60 ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე (ცენტრალური მაგისტრალის თბილისი-ფოთის მონაკვეთი) გააცნეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისა და მათი გამომწვევი მიზეზების კვლევის შედეგები. ასევე, გაიმართა დისკუსია გზებზე არსებულ მდგომარეობასა და E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის განვითარების პერსპეტქივებზე. მძღოლებს დაურიგდათ პროექტის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო ბროშურები საგზაო უსაფრთხოების თემაზე და საგზაო შემთხვევების გამომწვევი ძირითადი მიზეზების შემახსენებელი მანქანაზე მისაკრავი სტიკერები. შეხვედრის დასასრულს, საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მძღოლებმა თავიანთი პრობლემების შესახებ ისაუბრეს და მსგავსი კამპანიების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. კამპანია „გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო!“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინიციატივით ხორციელდება. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი მსოფლიო ბანკია, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაცია –ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ კამპანიის პოპულარიზაციაზე ზრუნავს.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)