15:21 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 12:54:33, 551 ნახვა

საზოგადოება
ეკა მიშველაძე: ჩემს პრესსპიკერობაში საკრიტიკო არაფერია, მარგველაშვილი ყველას პრეზიდენტია როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების

პრეზიდენტის ახლადდანიშნული პრესსპიკერი ეკა მიშველაძე აცხადებს, რომ მედიასთან მჭიდრო ურთიერთობა ექნება. აპირებს, რომ პრეზიდენტის მოსაზრებები საზოგადოებამდე სრულყოფილად მიიტანოს.

მიშველაძე ვერავითარ საკრიტიკოს ვერ ხედავს იმაში, რომ ის ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის მეუღლეა. როგორც ეკა მიშველაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ამაში საკრიტიკო არაფერია, ვინაიდან გიორგი მარგველაშვილი ყველას პრეზიდენტია, როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების.

„მე ვაპირებ, რომ გავახმოვანო პრეზიდენტის მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავსირებით. ვაპირებ რომ მქონდეს მჭიდრო ურთიერთობა მედიასთან, რომელთან ურთიერთობაც არ გამიჭირდება, რომელიც ჩემი სულ ახლო წარსულია. ვაპირებ რომ ყველა საქმე, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაიგეგმება საზოგადოების ფართო მასებისთვის გახდეს ცნობილი“, - აღნიშნავს მიშველაძე.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა საზოგადოების ერთი ჯგუფისგან მისი ან პრეზიდენტის გადაწყვეტილების კრიტიკა, ვინაიდან ის ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის მეუღლეა, პასუხობს, რომ ამაში გასაკრიტიკებელი არაფერია.

„მართალი გითხრათ აქ საკრიტიკოს ვერაფერს ვხედავ, ვინაიდან პრეზიდენტის ინსტიტუტი ხელშეუხებელია. პრეზიდენტი არის და უნდა იყოს ყველას პრეზიდენტი, როგორც ოპოზიციური პარტიების, ისე ხელისუფლების. ეს იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება. როდესაც ქვეყანაში დემოკრატიის გარანტი პრეზიდენტია, ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ეკა მიშველაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერად ჟურნალისტი ეკა მიშველაძე დაინიშნა. მიშველაძე დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა წარადგინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics