|
2016-05-11 12:43:25, 811 ნახვა
საზოგადოება
დასუფთავების გადასახადს თბილისში მცხოვრები არარეგისტრირებული პირებიც გადაიხდიან
თბილისში დასუფთავების გადასახადის გადახდის წესში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, როგორც შპს „თბილსერვის ჯგუფის“ განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ინიციატივით, ცვლილება შევიდა „თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებაში“. ცვლილების შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ ფართში, სადაც დასტურდება ცხოვრების ფაქტი, მაგრამ არ არის რეგისტრირებული არც ერთი ფიზიკური პირი, დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხებათ, როგორც ერთ სულ მოსახლეს თვეში - 2,5 ლარის ოდენობით. „სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზის მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ფიქსირებულია საცხოვრებელი სახლები, ბინები, სადაც ფიზიკური პირები ცხოვრობენ რეგისტრაციის გარეშე. მოქალაქეებს საკუთრებაში აქვთ ორი ან მეტი ბინა, სახლი, რომელიც აქვთ გაქირავებული, დაგირავებული ან დროებით აცხოვრებენ სხვას, მაგრამ იმის გამო, რომ ამ კონკრეტულ მისამართებზე, სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზის მიხედვით რეგისტრაცია არ აქვთ გავლილი არც ერთ ფიზიკურ პირს დასუფთავების მოსაკრებელი არ ერიცხება - შესაბამისად, არ არიან დასუფთავების მოსაკრებელის გადამხდელები. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ისეთ საცხოვრებელ ბინებს, სახლებს, რომელთაც არ ერიცხებათ დასუფთავების მოსაკრებელი და დასტურდება ფიზიკური პირის ცხოვრების ფაქტი, დაერიცხებათ დასუფთავების მოსაკრებელი, როგორც ერთ სულ მოსახლეს თვეში - 2,5 ლარის ოდენობით“, - ნათქვამია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ განცხადებაში.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)