15:22 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 11:16:52, 528 ნახვა

საზოგადოება
თსუ-ის აკადემიური საბჭოს პირველი ეტაპის არჩევნები მიმდინარეობს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს პირველი ეტაპის არჩევნები მიმდინარეობს.

არჩევნებში 33 კანდიდატი მონაწილეობს. უნივერსიტეტის თითო ფაკულტეტი, აკადემიურ საბჭოში 14 წევრს აირჩევს. საარჩევნო უბნები შვიდივე ფაკულტეტზე ერთდროულად გაიხსნა.

თსუ-ის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კენჭისყრაში 791 ამომრჩეველი მონაწილეობს, აქედან 726 აკადემიური პერსონალია, 65 კი სტუდენტური თვითმმართველობის წევრია.

ცნობისთვის, არჩევნების პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ინდივიდვალური დამკვირვებლები აკვირდებიან.

თსუ-ის აკადემიური საბჭოს წევრების კანდიდატთა რეგისტრაცია 28 აპრილს დასრულდა.

რეგისტრაცია სულ 35 კანდიდატმა გაიარა, აქედან 1, დოკუმენტაციის ხარვეზის გამო მოიხსნა, 1 კანდიდატმა კი თავად გააუქმა განაცხადი. ხმის მიცემის პროცესი დღეს, 17:00 საათზე დასრულდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics