2016-05-09 15:36:09, 563 ნახვა
საზოგადოება
კრწანისის გამგეობამ რაიონში მცხოვრებ 100 წლის ვეტერანს ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი მიულოცა
კრწანისის გამგეობამ რაიონში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის 100 წლის ვეტერანს, თამარ კრაწაშვილს, ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი მიულოცა და ფულად დახმარებასთან ერთად, საჩუქრად ტელევიზორი გადასცა.
კრწანისის გამგეობის ინფორმაციით, უხუცეს ვეტერანს საჩუქრები პირადად მიუტანეს კრწანისის გამგებლის მოადგილემ, ლალი ბირკაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა.
გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ფულადი საჩუქარი კიდევ 9 ვეტერანმა მიიღო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან