13:52 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-08 17:36:16, 538 ნახვა

საზოგადოება
თინათინ ხიდაშელმა CEU-ს საუკეთესო კურსდამთავრებულის ჯილდო მიიღო

უნგრეთში ვიზიტად მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტის (CEU) 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. სასწავლებლის კურსდამთავრებულებისთვის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა და რექტორმა ჯონ შატუკმა საზეიმო სადილი და მიღება მოაწყო. სიტყვით მიმართვის შემდეგ საპატიო კურსდამთავრებულის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. უნივერსიტეტის საუკეთესო სტუდენტისთვის განკუთვნილი სპეციალური ჯილდო საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა მიიღო.

„აქ იმყოფება განსაკუთრებული ადამიანი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. ის არის ერთადერთი კურსდამთავრებული, რომელსაც სამთავრობო პოზიცია უკავია - ეს არის საქართველოს პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი, პოლიტიკური მეცნიერების მიმართულების 1996 წლის კურსდამთავრებული, თინათინ ხიდაშელი“, - ამ სიტყვებით წარადგინეს თინათინ ხიდაშელი სპეციალურ ჯილდოზე.

„უნივერსიტეტი, სწორედ, აღმოსავლეთ ცენტრალური ევროპის და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სტუდენტებისთვის დაარსდა. შემდეგ ის უფრო გაფართოვდა. მე ზუსტად 20 წლის წინ ვსწავლობდი ბუდაპეშტში, ამ უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებების მიმართულებაზე. ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი წელი იყო ჩემს ცხოვრებაში, როდესაც, პრაქტიკულად, ჩემთვის სრულიად ახალი სამყარო აღმოვაჩინე. დღეს იმართება 25 წლისთავთან დაკავშირებული ცერემონიალი, რომელზეც ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, რომ მის საუკეთესო სტუდენტს გადასცეს სპეციალური ჯილდო. მე მერგო ეს პატივი. 25 წლის განმავლობაში მრავალ ათას სტუდენტს შორის, რომლებმაც ეს უნივერსიტეტი დაამთავრეს, სწორედ მე ვარ შერჩეული ამ ჯილდოს მისაღებად. ეს ჩემთვის უზარმაზარი პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

უნივერსიტეტის ისტორიაში მსგავსი მასშტაბის მიღება პირველად გაიმართა. 25 წლის ვერცხლის იუბილეს 500-ზე მეტი კურსდამთავრებული დაესწრო.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics