2016-05-08 13:08:16, 666 ნახვა
საზოგადოება
Wings for Life World Run დღეს ლოპოტას ხეობაში მესამედ ჩატარდება
სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და უნიკალური ღონისძიება Wings for Life World Run დღეს, 8 მაისს, ლოპოტას ხეობაში უკვე მესამედ ჩატარდება, სადაც ქველმოქმედებისთვის მთელი მსოფლიო გაერთიანდება, საქართველო კი მისი ნაწილი გახდება. ღონისძიება 15:00 საათზე დაიწყება.
შემოსული თანხა „Wings for Life“-ის ფონდს სრულად გადაერიცხება. ფონდი ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ახორციელებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან