14:03 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-08 11:51:43, 631 ნახვა

საზოგადოება
რეგიონული სასწრაფო მსოფლიო რბენის მხარდამჭერია

რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მსოფლიო რბენის მხარდამჭერია.

დღეს, დილის 09:00 საათიდან, გადაუდებელი დახმარების სამი ეკიპაჟი კახეთში, ლოპოტას გადასახვევთან არის მობილიზებული და საჭიროების შემთხვევაში მარათონის მონაწილეებს პირველად სამედიცინო დახმარებას ადგილზე უწევს.

 რბენა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თბილისის დროით, 15:00 საათზე დაიწყება და მარათონში 35 ქვეყნის მოქალაქე ერთდროულად ჩაერთვება.

ცნობისთვის,  მსოფლიო მარათონი ზურგის ტვინის დაავადების მქონე პაციენტთა მხარდამჭერი, ტრადიციული საქველმოქმედო ღონისძიებაა, რომელიც საქართველოში უკვე მეორე წელია იმართება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ღონისძიებაში წელს უკვე მეორედ ჩაერთო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics