13:27 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-07 17:48:47, 589 ნახვა

პოლიტიკა
ენმ პარტიის შტაბებზე განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პარტიის შტაბებზე განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას „ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

"22 მაისს, ადგილობრივი თვითმმართველობის გამოტოვებული  წევრების არჩევნებში, სოფელ კორცხელსა და წყალტუბოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან კენჭს იყრიან მამუკა ლაშხია (სოფელ კორცხელში) და ბუხუტი ფირცხალავა (სოფელ წყალტუბოში) მათი შტაბები აქტიურად მუშაობენ.

ცხადია, ხელისუფლება შეშფოთებულია   მათი აქტიურობით, ამიტომ ზეწოლის ჩვეულ ხერხს მიმართავს - დღეს გამთენიისას, თავდასხმა მოხდა შტაბებზე,  დაზიანებულია კანდიდატების საარჩევნო ბანერები. ამ ვანდალურ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მთლიანად   ხელისუფლებას ეკისრება.

ნათელია, ხელისუფლებამ გადაწყვიტა გააგრძელოს გასული წლების  პრაქტიკა, როდესაც მოსახლეობის პრობლემის გადაჭრისა და ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვის ნაცვლად, ივანიშვილის ხელისუფლება მის მიერვე ორგანიზებული ჯგუფების ხელით თავს ესხმოდა და არბევდა ნაციონალური მოძრაობის შტაბებს. ეს საქმეები დღემდე გამოუძიებელია და არავინ დასჯილა.

ნათელია, რომ  პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მისი წინამორბედის, ღარიბაშვილის გზას დაადგა და ისიც ივანიშვილის მარიონეტია - გარდა ზეწოლებისა, ხდება ადმინსტრაციული რესურსის გამოყენება. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაუფარავად მონაწილეობენ  ხელისუფლების კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებში.

ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, მსგავსი ქმედებებით ერთიან ნაციონალურ მოძრაობას  ვერ გააჩერებთ და ვერც არჩევნების შედეგებზე მოახდენთ  გავლენას.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, მთელი პასუხისმგებლობა მსგავს შემთხევებზე ეკისრება  ხელისუფლებას, პირადად გიორგი კვირიკაშილსა და შს მინისტრს, რომელთაც არ სურთ გამოიძიებულ იქნას ეს დარღვევები.

ჩვენი პასუხი კი, ხელისუფლების მსგავს უპასუხისმგებლო  ქმედებებზე, იქნება ნაციონალური მოძრაობის გამარჯვება არჩევნებში, ივანიშვილის ქართული ოცნების მმართველობის დასასრული და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმის სწრაფი განხორციელება“, - ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics