|
2016-05-07 12:26:39, 468 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე კულტურის მინისტრის გადადგომას ითხოვს
"ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს. ჯაფარიძე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის გადადგომას ითხოვს და ამის მიზეზად ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ასახელებს. როგორც ჯაფარიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, კვლევის თანახმად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მისი პირველი მოადგილე, კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის დირექტორი, დანიშვნის დღიდან დღემდე, რეგულარად, მათთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულ კომპანიებს აძლევენ გადასახადის გადამხდელების ფულს, მილიონობით ლარს და ამას აკეთებენ ღიად, დაუფარავად, ხშირად ყოველგვარი ფორმალობების გვერდის ავლით და სრული განცდით, რომ მათ ამის გამო პასუხი არ მოეთხოვებათ. ჯაფარიძის მიმართვას „ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: ”ბ-ნო პრემიერმინისტრო, ზურა ჯაფარიძე გწერთ, საქართველოს პარლამენტის წევრი. მას შემდეგ რაც პრემიერი გახდით, არაერთი ინიციატივა გააჟღერეთ. ჯერჯერობით ყველა ის ინიციატივა რომელთაც სიხარულით დავუჭერდი მხარს (გადასახადების შემცირება, ეკონომიკური ხასიათის დანაშაულების დეკრიმინალიზაცია, შემოსავლების სამსახურის მოქმედებების რეგლამენტირება) გადაიდო გაურკვეველ მომავალში. ბოლო კვირების განმავლობაში რა ინიციატივებიც მესმის მთავრობის სხდომებიდან, ძირითადად პოპულისტურია (ჩემი აზრით) და საზიანოა ეკონომიკისთვის. მაგრამ ამ წერილის მიზანი არ არის დავა ხედვებთან და ღირებულებებთან მიმართებაში. ერთი შეხედვით გაცილებით მარტივ საკითხს მინდა მივაპყრო თქვენი ყურადღება. თუ გაეცნობით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევას, ნახავთ რომ თქვენი მთავრობის კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მისი პირველი მოადგილე, კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის დირექტორი, დანიშვნის დღიდან დღემდე, რეგულარულად, მათთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულ კომპანიებს აძლევენ გადასახადის გადამხდელების ფულს, მილიონობით ლარს. ამას აკეთებენ ღიად, დაუფარავად, ხშირად ყოველგვარი ფორმალობების გვერდის ავლით (მაგ. კონკურსის) და სრული განცდით რომ მათ ამის გამო პასუხი არ მოეთხოვებათ. თუ გაეცნობით საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსის 92-ე მუხლს, ნახავთ რომ: 1. ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს ადმინისტრაციული ორგანოს ის თანამდებობის პირი, რომელიც: ა) თვითონ არის დაინტერესებული მხარე საქმეში; ბ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია; გ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია; დ) იყო ექსპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით; ე) შრომით ურთიერთობაშია საქმეში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან; ვ) თვითონ ან მისი ოჯახის წევრი ფლობს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომელიც წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს; ზ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრია. 2. ამ კოდექსის მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება: ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი; ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი; გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა; დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები. თუ გაეცნობით საქართველოს კანონის ”საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს, ნახავთ რომ: ‘ინტერესთა შეუთავსებლობა საჯარო სამსახურში არის საჯარო მოსამსახურის ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესების დაპირისპირება სახელმწიფო სამსახურის ინტერესებთან. იგივე კანონის მე-11 მუხლს, თუ ნახავთ: ”1. თანამდებობის პირი, რომლის მოვალეობაა კოლეგიური ორგანოს შემადგენლობაში იმ გადაწყვეტილების მიღება, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს, ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს ამ ორგანოს სხვა წევრებს ან თავის უშუალო ხელმძღვანელს, ამასთან, უარი განაცხადოს გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობაზე. 2. თანამდებობის პირი, რომლის მოვალეობაა იმ გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღება, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს, ვალდებულია განაცხადოს თვითაცილების შესახებ და ამის თაობაზე წერილობით აცნობოს თავის უშუალო ხელმძღვანელს (ხელმძღვანელ ორგანოს), რომელიც ან თვითონ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ან სხვა თანამდებობის პირს აკისრებს ამ მოვალეობას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერა შეუძლია მხოლოდ თავისი უშუალო ხელმძღვანელის (ხელმძღვანელი ორგანოს) წერილობითი ნებართვის საფუძველზე, რის შესახებაც გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს”. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ დღეს აღნიშნულ კვლევაზე გასცა სრულიად ცინიკური პასუხი http://www.culture.gov.ge/…/saqartvelos-kulturisa-da-dzeglt…. ყოველივე ამის გათვალისწინებით, უნდა დადგეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი და მან უნდა დატოვოს თანამდებობა!”, - ნათქვამია ჯაფარიძის მიმართვაში.
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)