|
2016-05-06 17:20:53, 581 ნახვა
საზოგადოება
მსოფლიოს იუნიორთა ჩემპიონატი ძალოსნობაში, თბილისში გაიმართება
მიმდინარე წლის 23 ივნისიდან 2 ივლისამდე თბილისში, ძალოსნობაში, მსოფლიოს იუნიორთა ჩემპიონატი გაიმართება. აღნიშნული განცხადება სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიშვილმა გააკეთა, რომელსაც დეპუტატებთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოში მოწვეული, საქართველოში აკრედიტებული საელჩოების და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე, ოლიმპიური ჩემპიონები ესწრებოდნენ. მომხსენებლის განცხადებით, საქართველო პირველად უმასპინძლებს ამ რანგის ტურნირს, რომელსაც ქვეყანა სრულ მზადყოფნაში ხვდება. ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციას უკვე აქვს საერთაშორისო ტურნირების ჩატარების გამოცდილება. ამ მხრივ მომხსენებელმა ყურადღება შარშან, თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გაამახვილა, სადაც ჩვენმა ფედერაციამ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციისგან უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა. მისივე თქმით, 2015 წელს, სპორტული მიღწევების გათვალისწინებით და ევროპის ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე ორგანიზებისთვის, საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია წლის საუკეთესო ფედერაციად დასახელდა. „ევროპის ჩემპიონატმა ძალოსნობაში, დაამტკიცა, რომ საქართველოს მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებისთვის უდიდესი პოტენციალი გააჩნია. დროა, ამბიცია გვქონდეს მსხვილი ტურნირებისა და ღონისძიებებისთვის თანხების მობილიზაციისთვის. მნიშვნელოვანია, სწორად მოვახდინოთ კაპიტალიზაცია, ყველა დეტალის გათვალისწინებით, სამომავლო განვითარების და უფრო მაღალშემოსავლიანობის პერსპექტივით“, - განაცხადა მომხსენებელმა. საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად შათირიშვილმა მიმდინარე ღონისძიებებთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა. მისი ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატს „ახალი თბილისის“ სპორტკომპლექსი უმასპინძლებს. მან დეტალურად ისაუბრა იმ სამუშაოებზე, რომელსაც ფედერაცია, ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე ჩატარებისთვის ახორციელებს. მსოფლიოს ჩემპიონატის პრეზენტაცია საორგანიზაციო ჯგუფმა უკვე ჩაატარა ჰიუსტონში გამართულ კონგრესზე და ფიორდეში ჩატარებულ ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, საერთაშორისო კონგრესზე, სადაც მაქსიმალურად პოზიტიური შეფასება დაიმსახურა. „მსოფლიოს ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარება ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობას და კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟს. ჩვენ მზად ვართ ამ გამოწვევისთვის. ჩვენ მზად ვართ ჩავატაროთ უმაღლეს დონეზე ჩემპიონატი, რომელშიც მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო ფედერაციაში გაწევრიანებული თითქმის ყველა ქვეყანა“, - განაცხადა ზვიად შათირიშვილმა.
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)