12:37 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-06 13:46:26, 662 ნახვა

საზოგადოება
ევროპის დღეები 8 მაისს რიყის პარკში გაიხსნება

ევროპის დღეები 8 მაისს რიყის პარკში გაიხსნება და საქართველოს  ყველა მოქალაქეს  ევროპული გზისა და არჩევანის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ შეახსენებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით  მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე  ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა  ქეთევან ჩაჩავამ ისაუბრა.

 ევროპის დღეების ფარგლებში, 3 კვირის განმავლობაში,  უამრავი  საინტერესო  ღონისძიება გაიმართება, რომლებზე დასწრებაც  ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

გახსნის დღეს, 8 მაისს, სტარტს აიღებს ევროპული სოფელი, სადაც ევროკავშირის  წევრი სახელმწიფოების  საელჩოების  ორგანიზებით მოეწყობა 28 წევრი ქვეყნის კუთხეები. თითოეული მათგანი  წარმოადგენს საკუთარი ქვეყნის  კერძებს,  ეროვნულ სამოსსა და სხვა ტრადიციებს. მათ შორის იქნება  ნატო-სა და  ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო  ცენტრის კუთხეც. გაიმართება კონცერტი, რომელშიც  მონაწილეობას მიიღებენ ევროვიზიის ვარსკვლავები, მოძრაობის თეატრი. ყველა ეს ღონისძიება  კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რომ  ერთიანობა მრავალფეროვნებაშია.

9 მაისს გაიმართება სემინარი სახელწოდებით: "მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ". სემინარში ჩაერთვებიან  მასწავლებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის  10 გამარჯვებული კი, ესტონეთში სასწავლო  ვიზიტზე  გაემგზავრება. ამ პროექტის განხორციელებისთვის ორგანიზატორები განსაკუთრებულ  მადლობას უხდიან ფრიდრიხ  ებერტის ფონდს და ესტონეთის საელჩოს. სემინარები მოეწყობა  თბილისისა  და რეგიონის  უნივერსიტეტის  სტუდენტებისთვისაც.

ევროპის დღეების ფარგლებში ასევე დაგეგმილია ღონისძიება "back to school", რომელიც  მაღალი თანამდებობის  პირების  სკოლებში  დაბრუნებას ითვალსიწინებს. საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, სხვა სახელმწიფო მოხელეები  კი, საკუთარ  სკოლებში მივლენ და წაიკითხავენ ლექციას: "საქართველოს ევროპული გზა".

ევროპის დღეების ფარგლებში პირველად  გამოიცემა საქართველო- ევროკავშირის  მეგობრობის მარკა. ასევე გაიმართება წიგნის პრეზენტაცია სახელწოდებით: "მართლმადიდებელი ეკლესია ევროკავშირის ქვეყნებში". წიგნი  ევროკავშირის წარმომადგენლობისა და  "კავშირი 21-ე საუკუნის" ერთობლივი პროექტია. პრეზენტაციას  სასულიერო პირები დაესწრებიან.

"მაქსიმალურად შევეცდებით, ევროპის დღეების ფარგლებში, ჩვენს მოსახლეობას მივაწოდოთ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, რაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს მოაქვს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის",-განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ.

ევროპის დღეები  საქართველოში 2007 წლიდან იმართება. მას ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ  საინფორმაციო ცენტრი ევროკავშირის  წარმომადგენლობისა და  ევროპულ და ევროატლანტიკურ  სტრუქტურებში  ინტეგრაციის საკითხებში  სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭრით ახორციელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics