|
2016-05-06 13:39:54, 555 ნახვა
საზოგადოება
მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა პირველი კვარტლის ანგარიში წარმოადგინა
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური 2016 წლის პირველ კვარტალში ადმინისტრირებას უწევდა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების 31 პროგრამას, რომელთა განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი გამოიყო. როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, 2016 წელს ჯანდაცვის მიმართულებით სამი ახალი პროგრამა ამოქმედდა, კერძოდ, „ორთოპედიულ დაავადებათა სკრინინგის“, „ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურებისა“ და „ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის მკურნალობის დაფინანსების ქვეპროგრამა“, რომლის ფარგლებში 36 პაციენტი ძვირადღირებული პრეპარატ „ჰერცეპტინით“ დაფინანსდა. მათიბე ცნობით, პირველ კვარტალში „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცის“ ქვეპროგრამით 386 ბავშვს დაუფინანსდა აღდგენითი თერაპიის 20 ინდივიდუალური სეანსი. „C ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვისთვის საჭირო კვლევების დაფინანსების“ ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურება მიიღო 4 428-მა პირმა, „40 წლამდე ასაკის პაციენტებში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ქვეპროგრამის“ ფარგლებში 5 პაციენტი დაფინანსდა (2 ტრანსპლანტაცია და 3 კვლევა). „ორთოპედიულ დაავადებათა სკრინინგის“ ქვეპროგრამის ფარგლებში სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის სკრინინგი ჩაუტარდა 13 ათას ბავშვს და მოზარდს. სხვა პროგრამების შესრულების მაჩვენებელი შემდეგია: 2016 წლის პირველ კვარტალში „დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის“ფარგლებში ძუძუს, საშვილოსნოს, კოლორექტული და პროსტატის კიბოს სკრინინგი ჩაიტარა 11 ათასზე მეტმა პირმა. „გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლის დაფინანსების ქვეპროგრამის“ ფარგლებში 67 784 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 66 534 გრიპსა და გრიპის მსგავს ინფექციებზე მოდის. „ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპიის ქვეპროგრამით“ ყოველთვიურად სარგებლობს არაუმეტეს 265 ბენეფიციარისა. რაც შეეხება სოციალური მიმართულებით მიმდინარე რიგ ქვეპროგრამას, 2016 წლის პირველ კვარტალში: „სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი დახმარების ქვეპროგრამით“ 500 ლარიანი დახმარება მიიღო 277-მა ბავშვმა. „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში 14 პროექტი დაფინანსდა; „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების ქვეპროგრამის“ ფარგლებში 1000 ლარიანი დახმარება 20-მა ხანდაზმულმა მიიღო. „სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მე-3, მე-4, მე-5 და მეტი შვილის დაბადებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების ქვეპროგრამის“ ფარგლებში, შესაბამისად 800, 1000 და 1500 ლარით 80 ბენეფიციარი დაფინანსდა. „სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე დახმარების ქვეპროგრამის“ ფარგლებში ყოველთვიური 50 ლარიანი დახმარება საშუალოდ 12 200-მა ბავშვმა მიიღო. „სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში სწავლების დაფინანსების ქვეპროგრამით“ საშუალოდ 1 900 ბავშვი დაფინანსდა. „სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების ხელოვნების სკოლებში სწავლების დაფინანსების ქვეპროგრამით“ საშუალოდ 2 500 ბავშვი დაფინანსდა. „სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების სპორტულ სკოლებსა და საცურაო აუზებში სწავლების ქვეპროგრამით“ საშუალოდ 1 380 ბავშვი დაფინანსდა. „შინმოვლის თანადაფინანსების ქვეპროგრამის“ ბენეფიციარი საშუალოდ 800 პირი იყო. „კომუნალური სუბსიდირების პროგრამით“ ელ.ენერგიის გადასახადის სუბსიდია 391 350-მა მომხმარებელ/აბონენტმა მიიღო, დასუფთავების - 318 ათასამდე აბონენტმა, ხოლო წყლის - 331 ათასზე მეტმა აბონენტმა, რასაც საშუალოდ 34 679 აბონენტისთვის ფულადი ნაწილის დარიცხვა დაემატა. „სერვისცენტრებში სამგზავრო ბარათების დამზადება (ინიციალიზაციის) ქვეპროგრამის“ ფარგლებში სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებელზე დაახლოებით 18 ათასი ბარათი გაიცა. „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების ქვეპროგრამის“ ფარგლებში, 2016 წლის პირველ კვარტალში, 3 864 135 ლარი გაიცა, აქედან, საქართველოში სამკურნალოდ 3 491 195, ხოლო საზღვარგარეთ - 372 940 ლარი. სულ, შემოვიდა 8 127 განაცხადი, საიდანაც 8 049 ნაწილობრივ ან სრულად დაფინანსდა.
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)