2016-05-06 12:33:00, 1076 ნახვა
სამართალი
არსებული ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის ყოფილი ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი და მსახიობი ლაშა კურტანიძე დააკავეს
სამართალდამცველებმა თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს.
ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ, თუმცა დაკავებულების გვარებს არ ასახელებენ.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულების მიმართ სისხლის სამართლის საქმე 260-ე მუხლით აღიძრა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული პირები სპორტსმენი და ყოფილი ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი, იგივე ”როსტო” და მსახიობი ლაშა კურტანიძე არიან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან