|
2016-05-05 15:18:09, 539 ნახვა
საზოგადოება
ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის მარკირება დაიწყება
ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის მარკირება დაიწყება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, მარკირება ნებაყოფლობითი იქნება. მისივე განმარტებით, მარკირების დროს, მომხმარებელს მიეწოდება ინფორმაცია საწვავის ტიპისა და ხარისხის შესახებ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტროსა და ნავთობიმპორტიორებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. “ამასთან, საუბარია საწვავის ხარისხის კონტროლზე. მოგეხსენებათ, რომ დადგენილია ნორმები, რომლის მიხედვითაც 2017 წლისთვის ევრო 6-ის სტანდარტს უნდა უტოლდებოდეს საწვავის ხარისხი, მაგრამ მიმდინარე წელს უკვე დაიწყო მონიტორინგი ამ ხარისხის. მანამდე მთავრობის მიერ დადგენილ სტანდარტებს გაუსწრო ბიზნესმა. ანუ იმ მოთხოვნებზე უკეთესი ხარისხის საწვავი შემოიტანა, ვიდრე დადგენილია. ეს ძირითადად ეხება ბენზინს. ჩვენ ბიზნესთან ვთანამშრომლობთ აქტიურად, პოზიტიურია მათი დამოკიდებულება. ახლა პრინციპში შეთანხმებული ვართ და მალე განვახორციელებთ არა სავალდებულო ინიციატივას, რომელიც მარკირებას ეხება (სხვათა შორის, ადგილობრივი მწარმოებელი, რომლებიც ბაზარზე მცირე საწვავის საერთო მოცულობის მცირე ნაწილს ქმნიან, მათი საწვავის ხარისხი ხშირად ძალიან დაბალია, მათ შორის გოგირიდის შემცველოვბით). ეს პროცესი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ ძირითად ბიზნეს ოპერატორებთან კოორდინაციაში გულისხმობს ზუსტად იმას, რომ მომხმარებელი წინასწარ ინფორმირებული იყოს, გულისხმობს ასევე მოულოდნელ შემოწმებებს როგორც სამინისტროს მხრიდან, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირის, მოქალაქის, არასამთავრობო სექტორის მხრიდან. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ მომხმარებელი ინფორმირებული იყოს, რა ტიპის საწვავს იღებს. ესეც პოზიტიურად აისახება. იმ განაცხადების საფუძველზე, რომლებსაც იმპორტიორები წარმოადგენენ გავცემთ დადგენილი ფორმის, ზომის, ფერის მარკას, რომელიც მიუთითებს, რომ კონკრეტულ ბენზინგასამართ სადგურზე იყიდება კონკრეტული სტანდარტის საწვავი. მომხმარებელი როცა მივა ამა თუ იმ ბენზინგასამართ სადგურზე, რომელიც ამ აქციაში იქნება ჩართული, დაინახავს ამ მარკას ვიზუალურად, შესაბამისად, ეს გაუჩენს გარკვეულ ნდობას პროდუქტისადმი. იმისათვის, რომ ვინმემ არ ითაღლითოს, არ მოგვატყუოს და ცუდი ხარისხის საწვავი არ მოგვყიდოს, ბუნებრივია, ჩაერთვება მოულოდნელი შემოწმებების მექანიზმი როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირის მხრიდან. ჩვენ ახლა მოლაპარაკების პროცესში ვართ. ეს არის ნებაყოფლობითი მარკირება. მიმდინარე წლიდან საწვავის შემოწმების პროცესი დაიწყება”,-განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)