11:17 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 12:25:28, 1043 ნახვა

ეკონომიკა
„ზედაზენის“ საწარმოში დღეიდან Royal Crown Cola-ს ჩამოსხმა დაიწყება

კომპანია „ზედაზენის“ საწარმოში დღეიდან Royal Crown Cola-ს ჩამოსხმა დაიწყება.

საზეიმო ცერემონიალს Royal Crown Cola-ს ბიზნესის განვითარებისა და  მარკეტინგის ვიცე-პრეიზიდენტი მოში კოჰენი და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრებიან.

ლეგენდარული ამერიკული სასმელი RC Cola საქართველოშია! ამერიკული წარმატების 111 წლიანი ისტორია ლუდსახარშ „ზედაზენში“ გრძელდება.

,,ეს არის სასმელი, რომელიც თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებს მსოფლიოს გარშემო აერთიანებს. ჩვენ ვართ წარმოება, რომელიც მსოფლიოს უდიდეს ბრენდებს და წარმოებებს ერთ დიდ, ზედაზენის ოჯახში გააერთიანებს“, - აცხადებს ს.ს. „ქართული ლუდის კომპანიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა მიქაცაძე.

მისივე თქმით, სასმელი რომელიც საუკუნეზე მეტია, ამერიკული პოპულარული კულტურის გამორჩეული ნაწილია, საქართველოს ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება.

RC Cola-ს წარმოება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯორჯიის შტატში, 1905 წლიდან დაიწყო. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მისი ეროვნულ სასმელად ჩამოყალიბება.

„აზროვნების ინდივიდუალობა, უცვლელი გემო და თავისუფლება - სწორედ ეს თვისებები გამოარჩევს RC Cola-ს სხვა გამაგრილებელი სასმელებისგან“, - აცხადებენ კომპანიაში.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics