|
2016-05-05 10:50:47, 1174 ნახვა
მსოფლიო
ალეპოში სამშვიდობო შეთანხმება მიღწეულია
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ვაშინგტონმა და მოსკოვმა ალეპოში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედიის იფნორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რუსეთი თანახმაა, ბაშარ ასადის ჯარს ალეპოზე საჰაერო დარტყმები შეაწყვეტინოს. სირიის სამთავრობო ჯარი ადასტურებს, რომ ალეპოში სამშვიდობო შეთანხმება მიღწეულია და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 5 მაისს, სირიის დროით ღამის 01:00 საათზე ამოქმედდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის იგორ კონაშენკოვის განცხადებით, ალეპოში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 48 საათით გახანგრძლივდა და 7 მაისამდე იმოქმედებს. შეგახსენებთ, რომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 27 თებერვლიდან ამოქმედდა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ტერორისტულ ორგანიზაციებზე არ ვრცელდება. ამასთან შეთანხმება სირიის ყველა რეგიონში არ მოქმედებდა. კერძოდ, რუსეთმა უარი განაცხადა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ალეპოს ტერიტორიაზე გავრცელებაზე. ცნობისთვის, სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის განცხადებით, მხოლოდ ბოლო დღეების განმავლობაში ალეპოსთვის ბრძოლაში ათობით ადამიანი დაიღუპა. უფლებადამცვლების მონაცემებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში სირიის სიდიდით მეორე ქალაქში სულ მცირე 300 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ამბოხებულებმა ალეპოს დასავლეთ ნაწილის დაკავება სცადეს, თუმცა სამთავრობო ძალებმა ლიბანური დაჯგუფება “ჰეზბოლას” მებრძოლების დახმარებით მათ უკან დახევა აიძულეს.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)