21:10 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 17:30:17, 1252 ნახვა

მსოფლიო
2016 წელს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას 40 ჟურნალისტი ემსხვერპლა

არასამთავრობო ორგანიზაცია Press Emblem Campaign (PEC)-ის ინფორმაციით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, მსოფლიოს 18 ქვეყანაში 2016 წელს 40 ჟურნალისტი მოკლეს, - ამის შესახებ Regnum იუწყება.

მედიის ინფორმაციით, PEC-ი სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს მიმართავს და მოუწოდებს, კონფლიქტის ზონებში ჟურნალისტების დაცვა გააძლიერონ. ასევე, ჟურნალისტების მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯისთვის ზომები გაძლიერდეს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2016 წელს ავღანეთში 8, მექსიკაში 5, იემენში 5, ერაყში 3, თურქეთში 3, სირიაში 2 და პაკისტანში 2 რეპორტიორი მოკლეს. არის ქვეყნებიც, სადაც თითო-თითო ჟურნალისტია მოკლული.

შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის თანახმად, 2015 წელს კონფლიქტის ზონებში სამსახურეობრივი მოვალეობის დროს 135 რეპორტიორი მოკლეს.

ცნობისთვის, მედიის წარმომადგენლების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით მექსიკა და ჰონდურასი გამოირჩევა, სადაც დამნაშავეები არ დასჯილან. ბრაზილიასა და კოლუმბიაში კი, დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯნენ, რასაც PEC-ი პროგრესულ ქმედებად აფასებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics