09:42 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 11:47:25, 844 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილის ინფორმაციით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა აპრილშიც რეკორდულად გაიზარდა

2016 წლის აპრილის მონაცემებით, საქართველოს 462 480 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +17.2%-ია.

როგორც ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, აპრილის მაჩვენებლებით იმ უცხოური ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 171 235 შეადგინა. ზრდა  +20%-ია.

ქუმსიშვილის განცხადებით, 2016 წლის აპრილში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (+12%), აზერბაიჯანიდან (+17.6%), სომხეთიდან (+8.7%), რუსეთიდან (+26.7%), და უკრაინიდან (+25.9%) განხორციელდა.

საერთაშორისო მოგზაურობის ზრდა დაფიქსირდა 4 თვის მონაცემებითაც. საერთაშორისო მოგზაურობის ჯამურმა რაოდენობამ 159 6916 შეადგინა, ზრდა კი +15.4%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 478100 შეადგინა, რაც 17%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით.

2015 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში 1.94 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2015 წლის ჯამური მონაცემებით შეადგენს 6.7%-ს.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან საიდანაც საქართველოში ჩამოსულების რაოდენობის ზრდის კუთხით იანვარ-აპრილშიც გამოირჩნენ: იტალია +26%, ლატვია +25%, საფრანგეთი +14%, შუა აზიის ქვეყნებიდან ყაზახეთი +29%, უზბეკეთი 64%, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ბელორუსია +36% და მოლდოვა +36%. ახლო აღმოსავლეთიდან ისრაელი +106%, ხოლო აზიის ქვეყნებიდან არაბთა გაერთიანებული საემიროები +141%.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics