11:00 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-03 12:45:14, 493 ნახვა

საზოგადოება
ქართული ღვინის კულტურის პრეზენტაცია ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციაში

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ოფისში, პარიზში, ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის პრეზენტაცია საფრანგეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საფრანგეთის აგრარული პალატის, პროფესიონალი სომელიეების, ენოლოგების, ღვინის ჟურნალისტებისა და ბლოგერების,  UNESCO-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების წინაშე გაიმართა. 
როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო და საქართველოს საელჩო საფრანგეთში. 

მათივე ინფორმაციით, გამოფენის მიზანი იყო ქართული ღვინის წარდგენა  პროფესიონალებისა და ფართო საზოგადოების წინაშე. ქართული ღვინის დეგუსტაციის პარალელურად, OIV-ში ასევე გაიმართა გამოფენა ქართული ვაზისა და ღვინის ისტორიისა და კულტურის შესახებ -  "მე-19 საუკუნის ფრანგულ ფოტოებში ასახული ქართული ღვინის კულტურა", სადაც წარმოდგენილი იყო საფრანგეთის მუზეუმში დაცული ფრანგი ეთნოგრაფების ჟოზეფ დე ბაისა და ჰუგო კრაფტის მიერ 1897-1903 წლებში გადაღებული ფოტოები.  ფოტო-გამოფენას ორგანიზება კულტურული მემკვიდრეობის კურატორმა, ანა ჭეიშვილმა გაუკეთა.

 ღონისძიების სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით OIV-ის გენერალურმა დირექტორმა ჟან-მარი ორანმა (Jean-Marie Aurand), საფრანგეთში საქართველოს ელჩმა ეკატერინე სირაძე-დელონემ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა მიმართეს. 

ქართული ღვინის გამოფენა-დეგუსტაციაზე წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 15 კომპანია: „ჩელთი“,„შუხმან ვაინსი“, „შატო მუხრანი“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „შუმი“, „კახური ღვინის მარანი“ „მეღვინეობა ხარება“, „კახური“, „ლუკასი“, „შალვინო“, „თბილღვინო“, „თელიანი ველი“, „ვაინმენი“, „მარანული“ და „ვინაგორი“.

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია OIV  წარმოადგენს მთავრობათაშორის ორგანიზაციას, რომელშიც გაწევრიანებულია 45 ქვეყანა. ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მეღვინეობის დარგის ტექნიკური რეზოლუციებისა და სტანდარტების შემუშავება-ჰარმონიზაცია, სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა და ზოგადად დარგის განვითარებაზე ზრუნვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დედაზე ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, კაცი დააკავეს
სიზრანში დრონის თავდასხმამ საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი ჩამოანგრია
ყაველაშვილი ასტანაში ტოკაევს შეხვდა
რუსმა პროპაგანდისტმა სალავიუვმა იტალიის პრემიერ მელონის, ძუკნა ქალი უწოდა, რომმა ელჩი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics