11:04 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-03 12:41:02, 589 ნახვა

საზოგადოება
აგარა–ზემო ოსიაურის 7 კმ-იანი მონაკვეთი მაისის ბოლოს გაიხსნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნუგზარ გასვიანმა, მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებთან ერთად აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

მსოფლიო ბანკის მისია საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება და დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს.

ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილის -  12 კილომეტრიანი - აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს  დასრულდება. აღნიშნული გზის  7 კმ-იან მონაკვეთზე კი ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობის დასრულება და ავტოტრანსპორტის მოძრაობის გახსნა მიმდინარე წლის მაისის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობა და ხელოვნური ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია  “Black Sea Group” და ქუვეითური კომპანია “Copri Construction Enterprises W.L.L“ აწარმოებენ. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 105 მლნ. ლარზე მეტია.

აგარა–ზემო ოსიაურის მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული  გზის გამტარუნარიანობა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე და შემცირდება მგზავრობის დრო. 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
დედაზე ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, კაცი დააკავეს
სიზრანში დრონის თავდასხმამ საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი ჩამოანგრია
ყაველაშვილი ასტანაში ტოკაევს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics