09:23 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-30 18:43:34, 540 ნახვა

საზოგადოება
სასჯელაღსრულების სამინისტრო თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის სააღდგომო საჩუქრებს გზავნის

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, მინისტრ კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთის პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის სააღდგომო საჩუქრებს გზავნის.

სამინისტროს ცნობით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით თურქეთში გასაგზავნი პასკები თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მოქმედ შპს GMM-ის საცხობში მსჯავრდებულებმა გამოაცხვეს. აღნიშნულ საწარმოში სწორედ მსჯავრდებულები არიან დასაქმებულნი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეს  ლოცვა-კურთხევით, მსჯავრდებულებისთვის სააღდგომო კვერცხები თბილისის ფერიცვალების დედათა მონასტერში შეიღება. 

თურქეთის დაწესებულებებში მყოფი საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის რელიგიურ დღესასწაულებზე შესაბამისი ამანათების გაგზავნის შესახებ შეთანხმებას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა გასული წლის დეკემბერში, თურქეთში ვიზიტის დროს მიაღწია. თურქეთის შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრებზე მინისტრმა თურქულ მხარეს საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულებისა და ბრალდებულების პირობების გაუმჯობესება, მათთვის საქართველოდან ქართულენოვანი წიგნების, საეკლესიო ნივთებისა და სადღესასწაულო კერძების მიწოდების უზრუნველყოფა სთხოვა, რაც თურქულმა მხარემ გაიზიარა. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, მინისტრის გადაწყვეტილებით, საახალწლოდ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ თურქეთში საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულებისთვის/ბრალდებულებისთვის „საქართველოს ფოსტის“ ხელშეწყობით, ქართულენოვანი წიგნები, რელიგიური ლიტერატურა და ნივთები გაგზავნა. წიგნებით უწყებას გამომცემლობა „პალიტრა L“ დაეხმარა, ხოლო საეკლესიო ნივთები და ლიტერატურა საპატრიარქომ გამოყო. ამჯერადაც, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სააღდგომო საჩუქრების თურქეთში გაგზავნაში დახმარებას „საქართველოს ფოსტა“ უწევს.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ულოცავს თურქეთში და ყველა სხვა ქვეყნის პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულებს/ბრალდებულებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. უწყება მათზე ზრუნვას მომავალშიც განაგრძობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მიერ ნავთობის წარმოების დაზიანების ან განადგურების შემდგომ, რუსეთი ბენზინის წარმოების სახელმწიფო დაგეგმვის სისტემას აღადგენს
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics