|
2016-04-28 13:12:03, 714 ნახვა
სამართალი
ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატის რჩევა ცილისმწამებლური კამპანიის დამკვეთებს
ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი იმედა დვალიძე განცხადებას ავრცელებს. როგორც ადვოკატის განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო დღეებში, საინფორმაციო საშუალებებში სარეკლამო წესით გავრცელდა ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის რეპუტაციის შემლახავი სტატიები. დვალიძე ოპონენტებს მოუწოდებს, სამართლებრივი დავის ცივილიზებულ სივრცეს დაუბრუნდნენ. „ბიზნესმენის წინააღმდეგ მედია სივრცეში აგორებული ცილისმწამებლური და ტყუილებზე აგებული კამპანია გამონაკლისი არ არის. ანალოგიური კამპანიები პერიოდულად იმართება კონკრეტული ბიზნეს სუბიექტების ორგანიზებით და იგი ყოველთვის ემთხვევა ვანო ჩხარტიშვილისთვის სააკაშვილის რეჟიმის დროს უკანონოდ და ძალადობით ჩამორთმეული ქონების დაბრუნების მოთხოვნით ინიცირებული სასამართლო პროცესების სხდომების მიმდინარეობას. მიზანი ბანალურად მარტივია, დავის სამართლებრივიდან მედია სივრცეში გადატანით და სიცრუის ტირაჟირებით, მოსამართლის დაშანტაჟება და ზეწოლა სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ ასეთმა ტაქტიკამ არც ფოთის წისქვილქარხნისა და არც ნავმისადგომების შემთხვევაში არ გაამართლა და პირველი ინსტანციის სასამართლო ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, ოპონენტები ამჯერადაც დაშანტაჟების გზას დაადგნენ, რადგან უახლოეს დღეებში სააპელაციო სასამართლოს სხდომები გაიმართება. თუმცა, ამჯერად, დავიდან სრულიად განყენებული თემით ცდილობენ ჩვენს წინააღმდეგ არასასურველი ფონის შექმნას. კერძოდ, უნდათ საზოგადოებას საკუთარი ინტერპრეტაციებით ახალ ამბად მიაწოდონ 5თვის წინანდელი და უკვე არაერთხელ გახმაურებული ჩხარტიშვილისა და პატარკაციშვილების ოჯახის სასამართლო დავის დეტალები. ოჯახთან სასამართლო პროცესები დღესაც მიმდინარეობს როგორც ქართულ, ასევე ინგლისის სასამართლოებში. დავის მიუხედავად, ჩვენ დიდ პატივს ვცემთ პატარკაციშვილებს და დარწმუნებულები ვართ, ყველა სადაო საკითხს ცივილიზებულად გადავწყვეტთ. რაც შეეხება, ჩვენი ოპონენტების მხრიდან ამ თემასთან წისქვილქარხნისა და ნავმისადგომების დავის მიბმის უბადრუკ მცდელობას, ეს მათი არგუმენტების სიმწირის კიდევ ერთი საბუთია. ასევე, უხერხულია, სხვა თუ არაფერი, სხვისი ქონების მითვისებაზე საუბარი იმ ხალხის მხრიდან, რომელთაც ბევრი ბიზნესმენი სააკაშვილის რეჟიმთან თანამშრომლობით მათი ბიზნესების მიტაცებაში ადანაშაულებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპონენტებს, დაუბრუნდნენ სამართლებრივი დავის ცივილიზებულ სივრცეს, იდაონ არგუმენტებით, ფაქტებით და თავი დაანებონ შანტაჟითა და მუქარით წარსულში საკუთარი ძალადობის გათეთრების ფუჭ მცდელობებს. ასევე მოვუწოდებთ ვანო ჩხარტიშვილის დაფუძნებული ტელეკომპანია „მზის“ რამდენიმე ყოფილ ჟურნალისტს, ნუ იღებენ მონაწილეობას კამპანიაში, რომელიც სინამდვილის მრუდ სარკეში წარმოჩენას ემსახურება. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა და ამგვარი კამპანიები სამართლიანობის აღდგენის სამართლებრივი გზიდან ვერ გადაგვახვევინებს“, - ნათქვამია ადვოკატ იმედა დვალიძის განცხადებაში.
(R)
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)