|
2016-04-27 17:12:32, 566 ნახვა
საზოგადოება
ყიფშიძის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი ხდება
28 აპრილიდან ყიფშიძის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივი გახდება, აბულაძის ქუჩაზე კი მოძრაობის მიმართულება შეიცვლება. როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, ჭავჭავაძის გამზირიდან ყიფშიძის ქუჩაზე ავტოსატრანსპორტო საშუალება აბულაძის ქუჩის გავლით უნდა გადაადგილდეს. აბულაძის ქუჩაზე მოხვედრა, წრიული მოძრაობით, ყიფშიძის ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი. მათივე ინფორმაციით, ამჟამინდელი მდგომარეობით, ყიფშიძის ქუჩის გეომეტრიული პარამეტრები ვერ უზრუნველყოფენ სატრანსპორტო საშუალებების ნაკადების უსაფრთხო და შეუფერხებელ გატარებას, რის გამოც განსაკუთრებით პიკის საათებში გადაადგილებისას, წარმოიქმნება შეფერხებები, გაზრდილია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მოხდენის ალბათობა. აღნიშნული ცვლილების შედეგად: შემცირდება კონფლიქტური წერტილების რაოდენობა, როგორც ავტომობილებს შორის, ასევე, ავტომობილებსა და ქვეითებს შორის, რაც უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებების და ქვეითთა უსაფრთხო და შეუფერხებელ მოძრაობას; გამოირიცხება მოძრაობის ინტენსივობაზე ტრანსპორტის შემხვედრი ნაკადის გავლენა, რაც შესამჩნევად შეამცირებს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მოხდენის ალბათობას; გაუმჯობესდება კორპუსებს შორის არსებულ ტერიტორიებსა და ავტოსადგომებზე შესვლის პირობები, შესამჩნევად გაიზრდება სატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლის სიჩქარე, შემცირდება შეფერხება საგზაო მოძრაობაში, რაც ქუჩის გამტარუნარიანობას გაზრდის.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)