|
2016-04-27 13:37:00, 542 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სასწავლო ცენტრს ახალი ელექტრონული ტესტირების სისტემა გადაეცა
იუსტიციის სასწავლო ცენტრს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრისგან ახალი ელექტრონული საგამოცდო სისტემა გადაეცა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ცენტრიდან აცნობეს, მრავალფუნქციური ტესტირების პროგრამა სპეციალურად საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის არის შექმნილი და საშუალებას იძლევა უსაფრთხო ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოხდეს აპლიკანტთა გამარტივებული წესით რეგისტრაცია, ტესტირება, შედეგების მომენტალური დაჯამება და მათი გასაჩივრება. გარდა ამისა პროგრამა უზრუნველყოფს ელექტრონული სერტიფიკატის გაცემას. „სისტემა იუსტიციის სასწავლო ცენტრს საშუალებას მისცემს დახვეწოს გამოცდების ადმინისტრირების მეთოდოლოგია და შეიმუშაოს შეფასების განსხვავებული ინსტრუმენტები, გარდა ამისა პროგრამა უზრუნველყოფს ცენტრის ტესტირების სამსახურის გაძლიერებას და საგამოცდო პროცესების თანამედროვე სტანდარტებთან დაახლოებას“, - აცხადებენ იუსტიციის სასწავლო ცენტრში. ცნობისთვის, იუსტიციის სასწავლო ცენტრი, კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით, ყოველწლიურად 10 000-ზე მეტი ადამიანისთვის ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ტესტირებას ატარებს. სასწავლო ცენტრის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს სახელმწიფო უწყებებისთვის გამოცდილი კადრების შერჩევა და შეფასება. იუსტიციის სასწავლო ცენტრს ახალი ტესტირების პროგრამა, ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრთან დადებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გადაეცა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)