09:00 - 22 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-27 12:50:41, 780 ნახვა

ეკონომიკა
“ვითიბი ბანკის” მხარდაჭერით, თბილისში ვლადიმერ სპივაკოვის და ორკესტრ „მოსკოვის ვირტუოზების“ კონცერტი გაიმართება

 “ვითიბი ბანკის” მხარდაჭერით, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში დღეს ვლადიმერ სპივაკოვის და ორკესტრ „მოსკოვის ვირტუოზების“ კონცერტი გაიმართება.

გამოჩენილმა მევიოლინემ და დირიჟორმა ვლადიმერ სპივაკოვმა თანამოაზრე მუსიკოსებთან ერთად 1979 წელს შექმნა კამერული ორკესტრი „მოსკოვის ვირტუოზები“, რომლის შეუცვლელ სამხატვრო ხელმძღვანელად, დირიჟორად და სოლისტად გვევლინება. ვლადიმერ სპივაკოვი გამოდის მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში და დირიჟორობს ისეთ ევროპულ და ამერიკულ ორკესტრებს როგორიცაა: ლონდონის, ჩიკაგოს, ფილადელფიის, კლივლენდის, ბუდაპეშტის, „ლა სკალას“ და სხვა სიმფონიურ ორკესტრებს. 

თბილისში გამართულ კონცერტზე გაჟღერდება: მოცარტის, ჰაიდნის, შოსტაკოვიჩის, ბოკერინის და პიაცოლას მუსიკალური ნაწარმოებები.

2006 წელს ვლადიმერ სპივაკოვს მიენიჭა იუნესკოს მშვიდობის არტისტის წოდება, 2009 წელს მას გადაეცა იუნესკოს მოცარტის ოქროს მედალი. 1997 წლიდან სპივაკოვი უკრავს ანტონიო სტრადივარის მიერ შექმნილ ვიოლინოზე, რომელიც მას მეცენატებმა - მისი ნიჭის თაყვანისმცემლებმა უსახსოვრეს.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics