06:33 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-27 10:47:12, 564 ნახვა

საზოგადოება
ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისების საკითხზე თბილისის მერიაში დაპირისპირება მოხდა

დედაქალაქის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებსა და თბილისის მთავრობის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ნადირაძემ განუცხადა.

მისი შეფასებით, თბილისის მერიამ სტრატეგიად აგრესია აირჩია, რადგან მათ მოსახლეობისთვის სათქმელი არაფერი არ აქვთ.

„გამომდინარე იქიდან რომ მერიას თბილისელებისთვის სათქმელი არაფერი აქვს მათ სტრტაეგიად აგრესია აირჩიეს. ჩვენს კითხვებზე მათი პასუხი არის აგრესია. იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დაპირისპირება საკრებულოს დეპუტატებს და თბილისის მთავრობის წევრებს შორის“, - განაცხადა ნადირაძემ.

ამ დროისთვის მერიასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისებას აპროტესტებენ, არსებული ინფორმაციით ეს ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში გადავიდა. ამ ეტაპზე აქციაზე მშვიდი ვითარებაა. მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics