|
2016-04-26 16:41:28, 579 ნახვა
საზოგადოება
აქცია „მე გზას ვუთმობ სასწრაფოს“ იწყება
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ და შპს „თბილისის მიკროავტობუსის“ მხარდაჭერით, სოციალურ აქციას - „მე გზას ვუთმობ სასწრაფოს“ იწყებს. „აქციის მიზანია, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მძღოლებს, გზა დაუთმონ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს, რათა მათ დროულად შეძლონ პაციენტამდე მისვლა. თითოეული წუთი, დაკარგული გზაში, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ. ასეთი სახის აქცია ერთგვარი შეხსენებაა მძღოლებისთვის, რომ ხმოვანსიგნალიანი მანქანისთვის გზის დათმობა პაციენტის დახმარებას ნიშნავს“. - აცხადებენ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში. სტიკერები ამ სლოგანით უკვე გაკრულია თბილისში მოძრავ ავტობუსებზე. მალე აქციას სამარშრუტო მიკროავტობუსები და ტაქსის რამდენიმე კომპანიაც შეუერთდება. ცენტრი მზადაა, მიაწოდოს შესაბამისი ზომის სტიკერები მსუბუქი ავტომობილების მფლობელებს, რათა მათაც შეძლონ აქციაში მონაწილეობის მიღება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)