|
2016-04-26 12:27:45, 516 ნახვა
საზოგადოება
შოთა რეხვიაშვილმა თბილისში დევნილთა საცხოვრებელი კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა თბილისში, თბილისის ზღვის მიმდინარე ტერიტორიაზე დევნილთა საცხოვრებელი კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კომფორტი 21“ ახორციელებს. მათივე ინფორმაციით, რეაბილიტაციის შედეგად, გამოიცვლება კორპუსის სახურავი, კარ-ფანჯრები და იატაკი, სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება დერეფნებსა და ფასადს, გაიმართება წყალკანალიზაცია და მოეწყობა სარინელი სისტემა. გარდა ამისა, სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდება კორპუსის გაზიფიცირება. კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის მაისის ბოლოს დასრულდება, რის შემდგომაც შენობაში მცხოვრებ 121 დევნილი ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა. სულ საქართველოს მასშტაბით სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს 6 ობიექტზე 485 დევნილი ოჯახისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)