05:06 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-25 18:16:54, 575 ნახვა

საზოგადოება
„აუდიტორია 115“-ის აქცია დაიწყო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან იკრიბებიან. სტუდენტების აქცია ამ წუთებში დაიწყო, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსის“ რეპორტიური ადგილიდან იუწყება.

„აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლები უნივერსიტეტში „ოდეერების“ ინსტიტუტის არსებობას აპროტესტებენ. თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ამჟამად თსუ-ს პირველ კორპუსთან არიან შეკრებილები.

სტუდენტების თქმით, ისინი ნებისმიერი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის სასწავლო დაწესებულებაში მუშაობას გმობენ.

„ჩვენ დღეს ვებრძვით პოლიციურ რეჟიმს, სისტემა უნდა დაინგრეს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

როგორც „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლები აცხადებენ, დღევანდელი აქციის მიზანია „ოდეერების“ გაუქმება და სტუდენტების ოჯახების დაცვა. აქციის მონაწილეები ასევე საუბრობენ ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან მათ შევიწროებაზე.

სტუდენტები ასევე გეგმავენ მსვლელობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართულებით.

უნივერსიტეტის ეზოში მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics