05:06 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-25 15:32:54, 664 ნახვა

საზოგადოება
რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეებისთვის გამოცხადებული აქცია გრძელდება

რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის მიზნით მიმდინარე აქციით ამ დრომდე  2500-ზე მეტმა პირმა ისარგებლა.  იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, ინიციატივით გამოცხადებული აქცია, რომელიც პოტენციურ ამომრჩეველთა სიის სრულყოფას ისახავს მიზნად, 15 თებერვალს დაიწყო და 30 ოქტომბრამდე  გაგრძელდება.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ „საარჩევნო სიების სრულყოფის" პროექტი სწორედ იმისთვის შეიმუშავა, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს არ შეეზღუდოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება და ამ უფლების რეალიზება დაუბრკოლებლად შეძლოს. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს: მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, სააგენტოს მონაცემთა ბაზების ხარისხის ამაღლებას და ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მაქსიმალურად სრულყოფილი ფორმით პოტენციურ ამომრჩეველთა საიდენტიფიკაციო მონაცემების გადაცემას.

ამჟამად მიმდინარე აქციით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე სრულწლოვან პირებს, ან მოქალაქეებს, რომელთაც აქციის დასრულებამდე, 2016 წლის 30 ოქტომბრამდე, უსრულდებათ 18 წელი.  შეღავათით ისარგებლებენ ის პირები, რომლებიც რეგისტრაციიდან არიან მოხსნილი. აქციის ფარგლებში, მოქალაქეები პირადობის მოწმობებს უფასოდ მიიღებენ, თუ ისინი ახალ მისამართზე გაივლიან რეგისტრაციას.

მოქალაქეს, რომელმაც არ იცის დანამდვილებით, მოხსნილია თუ არა რეგისტრაციიდან, ამის გარკვევა შეუძლია სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე  www.sda.gov.ge (http://sda.gov.ge/?page_id=8677), ან სააგენტოს ცხელი ხაზის ნომერზე (2 40 10 10) უფლებამოსილი პირისგან.

ინფორმაციისთვის, პირი რეგისტრაციიდან იხსნება შემდეგ შემთხვევებში: 

ფიზიკური პირის განცხადების საფუძველზე, რომელიც დაადასტურებს, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირი ბოლო 6 თვის განმავლობაში კონკრეტულ მისამართზე არ ცხოვრობს;

 საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ბინის ახალი მესაკუთრე  საკუთრების რეგისტრაციისას მოითხოვს ფართის ძველი მესაკუთრისა და აღნიშნულ მისამართზე დაფიქსირებული პირების რეგისტრაციიდან მოხსნას და სხვ.

ამ დროისთვის ასევე მიმდინარეობს აქცია იმ პირებისთვის, რომელთაც არ გააჩნიათ იურიდიული ძალის მქონე არც ერთი დოკუმენტი (ანუ აქვთ ვადაგასული პირადობა/პასპორტი). გაუქმებული დოკუმენტების  მქონე პირები პირადობის ახალი ელექტრონული  მოწმობების უფასოდ მისაღებად განაცხადის გაკეთებას სერვისების განვითარების სააგენტოს, იუსტიციის სახლის ფილიალებში და საზოგადოებრივ ცენტრებში შეძლებენ.

აღნიშნული აქციების შესახებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს  ინფორმაციის მიღება ასევე შეუძლია იუსტიციის სახლის სატელეფონო მომსახურების სამსახურის საშუალებით,  ტელეფონის ნომერზე - 2 405 405.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics