|
2016-04-25 15:17:49, 794 ნახვა
სამართალი
ევა გოცირიძე: კანონშიც ბევრი ხარვეზია და ჩვენს საქმიანობაშიც
ჩვენს საქმიანობაშიც ბევრი ხარვეზია, ისევე როგორც თქვენს საქმიანობაში, - ასე მიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ევა გოცირიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც ხშირად ხვდება, ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებენ. „კანონშიც ბევრი ხარვეზია და ჩვენს საქმიანობაშიც ბევრი ხარვეზია, ისევე როგორც თქვენს საქმიანობაში არის ძალიან ბერვი ხარვეზი. მე მინდა, თქვენი ყურადღება მივაქციო იმ გარემოებასაც, რომ დამკვირვებლები, რომლებიც ჩვენთან ხშირად მოდიან, ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებენ. როდესაც გავხედავ თქვენ დამკვირვებლებს, ყველა მათგანს ტელეფონში აქვს თავი ჩარგული და მხოლოდ მესიჯობით არიან დაკავებული. ეს ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას ახდენს. ეს მხოლოდ იუსტიციის საბჭოში არ ხდება. მე მქონია ასეთივე ტიპის ერთობლივი შეხვედრებში მონაწილეობის შესაძლებლობა უცხოეთშიც და იქაც თქვენი წარმომადგენლების ჩართულობის და პასუხისმგებლობოს ხარისხი იყო ნულის ტოლი”, - განაცხადა გოცირიძემ. მისივე განმარტებით, ხელაღებით იუსტიციის საბჭოს კრიტიკა უხერხულია. როგორც გვენეტაძემ განაცხადა, გაუგებარია, არასამთავრობოების შენიშვნა მივლინების სტატისტიკასთან დაკავშირებით. „თქვენ არ გინდათ, რომ დადებითი მხარეებიც თქვათ. საუბარი და ბრალდება, რომ იუსტიციის საბჭოს წევრებს შორის არ არის განსხვავებული აზრი, არ შეესაბამება სიმართლეს”, - მიმართა გოცირიძემ არასამთავრობების წარმომადგენლებს. შეგახსენებთ, რომ სასტუმრო Holiday Inn-ში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამართეს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)