05:07 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-25 12:30:35, 530 ნახვა

საზოგადოება
თბილისში შშმ პირებზე ადაპტირებული მოსაცდელების დამონტაჟება იგეგმება

„დედაქალაქის მასშტაბით, 700 ახალი მოსაცდელი დამონტაჟდება“, - ამის შესახებ აუქციონში გამარჯვებული კომპანიის „ალმა ტრანსპორტის“ ხელმძღვანელმა გიორგი ტრაპაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, 250 მოსაცდელი იქნება პრემიუმ ტიპის, 350 მედიუმ ტიპის, ხოლო 100- ნორმალ კლასის.

ამასთან, ტრაპაიძის განმარტებით, თითოეული მოსაცდელი მოეწყობა ისე როგორც თითოეული შეზღუდული შესაძლებობების მქონე პირს ეტლით შეეძლებათ 360 გრადუსით ტრიალი.

„250 იქნება პრემიუმ ტიპის მოსაცდელი, 350 მედიუმ ტიპის, ხოლო 100 ნორმალ კლასის. 250 პრემიუმ ტიპის მოსაცდელიდან არანაკლებ ასზე დამონტაჟებული იქნება ლედ-ეკრანი, რომელზეც განთავსდება თბილისის მერიის მიერ მოწოდებული პროგრამა, რაც გულისხმობს თბილისის რუკების და სხვა ინფორმაციის გაშვებას ამ ეკრანებზე. გარდა ამისა თითოეული მოსაცდელი მოეწყობა და გაჩერება იქნება მოსახერხებელი შშმ პირებისთვის. ეტლს შეეძლება 360 გრადუსით ტრიალი.

ამას გარდა, თითოეული მოსაცდელის გვერდი იქნება დამონტაჟებული ოპტიმალურ ზონებში და სტანდარტებში, რომელიც მიღებულია აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში. ეს გულისხმობს იმას, რომ მგზავრი დაცული იქნება წვიმისგან და ქარისგან. ამავდროულად შეეძლებათ დაინახონ მომავალი ტრანსპორტი“, - განაცხადა ტრაპაიძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერიამ დედაქალაქის მასშტაბით ავტობუსების მოსაცდელი კონსტრუქციების განთავსების მიზნით 700 ადგილი შეარჩია. მიწის იჯარით გაცემის შესახებ აუქციონი 25 აპრილს გამოცხადდა და 4 აპრილს დასრულდა. აუქციონში გამარჯვებული კომპანია „ალმა ტრანსპორტი“ მოსაცდელების მონტაჟს 40 დღეში დაიწყებს და 2017 წლის მაისამდე დაასრულებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics