|
2016-04-25 12:27:25, 540 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონის გამგეობამ დედამიწის დღე დასუფთავების აქციით აღნიშნა
საბურთალოს რაიონის გამგეობამ „თბილსერვის ჯგუფთან“ ერთად დედამიწის დღესთან დაკავშირებით, თბილისის არქეოლოგიური მუზეუმისა და წმინდა ნინოს მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გამართა. მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობის" თბილისის პარტნიორი ორგანიზაცია, ფონდი თბილისის მოზარდთა სახლი და ამ პროგრამის მონაწილე 17 საჯარო სკოლის 30-მდე მოსწავლე ჩაერთო. აქციის ფარგლებში მოზარდებმა აღნიშნული ტერიტორია გაწმინდეს და დედამიწის დღესთან დაკავშირებით მომზადებული პოსტერებით ერთგვარი გამოფენაც მოაწყეს. ბექა მიქაუტაძემ მადლობა გადაუხადა ბავშვებსა და თბილისის მოზარდთა სახლის წარმომადგენელს ასეთი აქტიურობისათვის, რამაც უკვე ტრადიციული ხასიათი მიიღო. ანალოგიური აქცია საბურთალოს რაიონში შარშანაც გაიმართა. “ჩვენი ურთიერთობა უკვე ტრადიციულ ხასიათს იღებს და იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენ მომავალ წელსაც შევხვდებით ერთმანეთს ჩვენი პლანეტის დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. აქციაში ახალგაზრდებთან ერთად საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ჩაერთო და გამოფენილი ნამუშევრებიც დაათვალიერა. საბურთალოს რაიონის გამგეობის გამწვანების სპეციალისტმა კი მონუმენტი ეკალ-ბარდებისაგან გაწმინდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)