|
2016-04-22 15:29:10, 837 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკმა ჩინეთის განვითარების ბანკის დელეგაციას უმასპინძლა
ბაზისბანკს ჩინეთის განვითარების ბანკის დელეგაცია ესტუმრა. ეს გახლდათ საპასუხო ვიზიტი. მოგეხსენებათ, 2016 წლის დასაწყისში, ბაზისბანკის დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის განვითარების ბანკმა ბაზისბანკს 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზი გამოუყო. ხაზის მიზნობრიობა საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების დაფინანსებაა. აღსანიშნავია, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ჩინურმა ფინანსურმა ინსტიტუტმა ამ მიმართულებით დაიწყო თანამშრომლობა ქართულ ადგილობრივ ბანკთან. ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განხილულ იქნა ბანკებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები საკრედიტო ხაზის ზრდის მიმართულებით. ჩინეთის განვითარების ბანკის აქტივების მოცულობა 10 ტრილიონ იუანს აღემატება. ბანკის ფილიალებსა და წარმომადგენლობებში ჩინეთში და მის საზღვრებს გარეთ დასაქმებულია 50 ათასზე მეტი თანამშრომელი. იგი ასევე, ფლობს 4 შვილობილ კომპანიას. შეგახსენებთ, 2012 წელს უმსხვილესმა ჩინურმა კომპანიამ „ჰუალინგ ჯგუფმა “ ბანკის აქციათა 90% შეისყიდა, 2014 წლის მიწურულს კი, თავისი წილი 92,78% გაზარდა. აღსანიშნავია, რომ ბაზისბანკის აქციონერი „ჰულინგ ჯგუფი“ ასევე, ურუმჩი სითი ქომერშალ ბანკის აქციონერიც გახლავთ.
(R)
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)