06:46 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-22 12:56:28, 640 ნახვა

ეკონომიკა
ყაზახეთის ტურისტულ გამოფენაზე რეგიონის წარდგენის შემდეგ ასტანაში „აჭარის დღე“ გაიმართება

ყაზახეთის ტურისტულ გამოფენაზე KITF-2016 აჭარის საზღვაო კურორტები განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი ცენტრალური აზიის ყველაზე მსხვილ ტურისტულ გამოფენაზე 20-22 აპრილს წარადგინა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდში წარმოდგენილი აჭარის სტენდი გამოფენაზე ვიზიტორებისა და ტუროპერატორების განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩევა.

გამოფენის ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელმა სამომავლო თანამშრომლობის მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა ავია კომპანიებისა და მსხვილი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან. მიმდინარე წელს აჭარის მიმართ ყაზახეთში განსაკუთრებული ინტერესია. ბათუმის მიმართულებით ზაფხულის სეზონზე ყაზახეთიდან სამი ავიაკომპანია შეასრულებს ფრენებს, მათ შორის ავიაკომპანია Skybus  ყაზახეთის რვა ქალაქიდან, SCAT  და Southern sky.

გასულ წელს, რეგიონში ყაზახეთიდან შემოსული ტურისტების  რაოდენობა 2014 წელთან შედარებით 3,5 პროცენტით იყო გაზრდილი. მიმდინარე წელს, კი დეპარტამენტმა რეგიონში ყაზახი ტურისტების მოზიდვის მიზნით აქტიური პიარ და მარკეტინგული კამპანიები დაიწყო. გარე რეკლამა - აჭარის სარეკლამო ბილბორდები და ლაითბოქსები ყაზახეთის 7 მსხვილ ქალაქში 130-მდე ადგილზეა განთავსებული. 25 აპრილს კი ასტანაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი „აჭარის დღე“-ს უმასპინძლებს, სადაც მედიის, ტურ სააგენტოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ქართულ ფოლკლორს, სამზარეულოსა და აჭარის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან. მაისსა და ივნისში, კი რეგიონში ყაზახი ტურ-ოპერატორების ინფო ტურებია დაგეგმილი, რომლებიც აჭარის მიმართულებით ტურისტული პაკეტების შემუშავებაზე იზრუნებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics