|
2016-04-21 19:02:13, 931 ნახვა
ეკონომიკა
EBRD-ის მოლდოვას ოფისის ხელმძღვანელად დიმიტრი გვინდაძე დაინიშნა
ფინანსთა ყოფილი მინისტრი, დიმიტრი გვინდაძე EBRD-ის მოლდოვას ოფისის ხელმძღვანელად დაინიშნა. „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის" მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით გვინდაძე მოვალეობის შესრულებას 2 მაისიდან დაიწყებს. ის ამ პოზიციაზე ჯულია ოტოს შეცვლის, რომელიც 2011 წლიდან წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იყო. დიმიტრი გვინდაძე ყურადღებას იმაზე გაამახვილებს, რომ მოლდოვაში შეიქმნას გარემო, რომელიც მხარს კერძო სექტორის გააქტიურებას დაუჭერს, სხვადასხვა სექტორებში ევროპულ სტანდარტებს დანერგავს. დიმიტრი გვინდაძემ თანამდებობაზე დანიშვნისას განაცხადა, რომ მოლდოვა შესაძლოა რთულ პერიოდს გადის, არსებობს გამოწვევები თუმცა EBRD–ი ქვეყნის მთავარი პარტნიორია განვითარების კუთხით. „ჩემი ახალი პოზიციით მე მაქვს მიზანი შევქმნა უკეთესი ბიზნეს გარემო, ვიმუშაო სტრატეგიულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მხარი დავუჭირო ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს და გავაძლიერო ჩვენი პოლიტიკა", – აცხადებს გვინდაძე. დიმიტრი გვინდაძეს 2014 წლიდან ამ დრომდე აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონში EBRD–ის წამყვანი ეკონომისტის პოზიცია ეკავა. ცნობისთვის, 2011–2012 წლებში გიორგი გვინდაძე საქართველოს ფინანსთა მინისტრის იყო. ამ თანამდებობის დაკავებამდე კი, 6 წლის განმავლობაში ფინანსთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)