|
2016-04-21 16:21:57, 521 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერის გამოსვლა ევროსაბჭოში: კრიტიკა მისაღებია, მაგრამ ხელიც შეგვიწყეთ საფუძვლის გაღრმავებაში, რომელიც ერთად გვაქვს ჩაყრილი
"კრიტიკა მისაღებია, მაგრამ ხელიც შეგვიწყეთ, დაგვეხმარეთ იმ საფუძვლის გაღრმავებაში, რომელიც ერთად გვაქვს ჩაყრილი, რათა საქართველომ შემდგომი პროცესები წარმატებით განახორციელოს",-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლის დასასრულს განაცხადა. პრემიერმა ყველას-მეგობრებსა და მეტოქეებს მომავალში საამაყო გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდა: "ევროსაბჭო წარმოადგენს ევროპულობის არსს და ასევე ის სოციალური კონტრაქტია, რომელიც ჩვენ გვსურს, რომ გვქონდეს. გვესმის, რომ საპარლამენტო ასამბლეა არის მნიშვნელოვანი და პარტიული ფორუმი, სივრცე პოლიტიკის შესახებ, პოლიტიკების და რეგულაციების შესახებ, მაგრამ მინდა, მეგობრებო, და მეტოქეებო, წელს ერთი რამ გთხოვოთ, რომ გადაწყვეტილებები მიიღოთ ისეთი, რომელიც საამაყო იქნება შემდგომ და, რასაკვირველია, კრიტიკა მისაღებია, მაგრამ ასევე ხელიც შეგვიწყეთ, დაგვეხმარეთ იმ საფუძვლის გაღრმავებაში, რომელიც ერთად გვაქვს ჩაყრილი, რათა საქართველომ წარმატებით განახორციელოს შემდგომი პროცესები. ჩვენ ვიმედოვნებთ, დემოკრატიული კონსოლიდაციისაკენ. უფრო სწრაფი ტემპით ვივლით ერთად ყველა იმ ძალების მიუხედავად, რომლებსაც სურთ ევროპისთვის ზიანის მიყენება, ისტორიის სწორ მხარეს დავდგებით და მნიშვნელოვანია, ერთად ვიყოთ ევროპის დაცვის სადარაჯოზე. ჩვენ ვართ ევროპელები, რაც წარმოადგენს თითოეული ქართველის ღირსებას, ღირსების არსს, ევროპელობა არის ჩვენი თვითმყოფადობის საფუძველი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)