01:10 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-20 23:03:43, 277 ნახვა

სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში რუსეთის მიერ ანექსიისკენ მიმართულ პროცესებზე საუბრობს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2025 წელს, რუსეთმა ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ მიმართული პროცესის მართვის რიგი ცვლილებები განახორციელა.

„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის პოლიტიკის განხორციელება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველ მოადგილეს, სერგეი კირიენკოს დაევალა. აღნიშნული, სავარაუდოდ, ოკუპირებულ აფხაზეთში 2024 წლის ნოემბერში გამართულ პირველ ანტირუსულ გამოსვლებს და „აპარტამენტების“ ე.წ. კანონისა და „რუსული იურიდიული პირების მიერ საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ“ ე.წ. შეთანხმების ჩავარდნამ განაპირობა. ასევე ეს უკავშირდება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის არაეფექტურობის გამო რუსეთის ხელისუფლებაში არსებულ უკმაყოფილებას. კირიენკომ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული პროცესების კიდევ უფრო სიღრმისეული კონტროლი დაიწყო. საანგარიშო პერიოდში ის ოკუპირებულ რეგიონებში 9-ჯერ იმყოფებოდა. იგი უშუალოდ ჩაერთო ყველა მიმდინარე ადგილობრივი პროცესის ფაქტობრივ თუ შინაარსობრივ მართვაში“, – ნათქვამია დოკუმენტში.

სუს-ის განმარტებით,  კირიენკოს პოლიტიკა არა მხოლოდ პროცესების სრულად მართვას ისახავდა მიზნად, არამედ მოსახლეობის განწყობებსა და აღქმებში ანექსისკენ ხელსაყრელ ნიადაგს ამზადებდა. აღნიშნული მიდგომით კი, მოსახლეობაში აზრი ჩამოყალიბდა და განცდა განმტკიცდა, რომ გადაწყვეტილებების მიმღები პირი იყო არა  ე.წ. პრეზიდენტი, არამედ რუსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე. „ახალი „კურატორის“ საქმიანობაში ორი მნიშვნელოვანი მიმართულება გამოიკვეთა. ერთი მხრივ, რუსეთმა საოკუპაციო რეჟიმის მიმართ მხარდაჭერა სხვადასხვა სახით, მათ შორის ფინანსური დახმარებით გამოხატა. მეორე მხრივ კი, ანექსიური პროცესებისადმი კრიტიკულად განწყობილ პირთა მიმართ განაგრძო ზეწოლის სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება. კერძოდ, ე.წ. ოპოზიციურად განწყობილი პირების, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა და უცხოეთის აგენტების რეესტრში შეყვანა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

სუს-ი აღნიშნავს, რომ საოკუპაციო რეჟიმმა სადამსჯელო ღონისძიებებით ისეთი პირების იზოლაცია სცადა, რომელთაც ანტირუსული განწყობების ხელშეწყობა და მოსახლეობაზე ზეგავლენის მოხდენა შეეძლოთ.

„ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე ანექსიური პოლიტიკისა და რუსიფიკაციის ფონზე, საოკუპაციო ძალამ გაზარდა ზეწოლა ოკუპირებულ გალში მცხოვრებ ქართველ პედაგოგებზე. ცნობები გავრცელდა მათი საქმიანობისა და პირადი ცხოვრების კონტროლია გაზრდის მცდელობებთან დაკავშირებით. დაფიქსირდა „ჯაშუშობის“ გამოგონილი ბრალდებებით უკანონო დაკავების ფაქტიც. ზეწოლის გასაზრდელად გამოიყენებოდა სოციალური ქსელებიც, სადაც ნეგატიურ კონტექსტში იყო აღნიშნული, რომ ზოგიერთი მასწავლებელი და სკოლის დირექტორი გალელებს მშობლიურ ენაზე სწავლების შესაძლებლობას აძლევდა. რუსეთის მიზანს ადგილობრივი ახალგაზრდების, მათ შორის ქართველების, ენობრივი, კულტურული და იდეოლოგიური ასიმილაცია და მათი იდენტობის შეცვლა წარმოადგენს“, – ნათქვამია ანგარიშში​.

სუს-ი აღნიშნავს, რომ საოკუპაციო ძალა აქტიურად იყენებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს თბილისზე ზეწოლის ინსტრუმენტად და პარალელურად ამზადებს საფუძველს, ხელსაყრელ დროს ანექსიის განსახორციელებლად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics